საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის სექტემბრის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს
საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის სექტემბრის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს. შაბათს ქართველი ფეხბურთელები თბილისში ჩეხებს უმასპინძლებენ, სამი დღის შემდეგ კი სტუმრად ალბანელებთან ითამაშებენ. საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრები გუნდები აქამდე მხოლოდ ერთხელ, 22 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე შეხვდნენ - მატჩი ფრედ 1-1 დამთავრდა და ერთადერთი ბურთი 11-მეტრიანით გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა. საქართველო - ჩეხეთის თამაში 7 სექტემბერს, მიხეილ მესხის სტადიონზე 20:00 საათზე დაიწყება
