მთავრობამ მხარი დაუჭირა მომხმარებლის უფლებების დაცვის პირველ ეროვნულ სტრატეგიას
მთავრობამ მხარი დაუჭირა მომხმარებლის უფლებების დაცვის პირველ ეროვნულ სტრატეგიას. დოკუმენტი მომხმარებლის დაცვის სამართლებრივი და ინსტიტუციური ბაზის შემდგომ განვითარებას და ამ მიმართულებით უწყებების კოორდინაციის გაძლიერებას ისახავს მიზნად. ოთხწლიანი სტრატეგია ითვალისწინებს მათ შორის საკანონმდებლო, პრაქტიკულ ცვლილებებს, მომხმარებლებისა და ბიზნესის ცნობიერების ამაღლებას, საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაუმჯობესებას და სხვა მნიშვნელოვან ნაბიჯებს, რომელთა გადადგმა საჭიროა სექტორში არსებული გამოწვევების გადასაჭრელად
