საპარლამენტო უმრავლესობა ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშს ეხმიანება
საპარლამენტო უმრავლესობა ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშს ეხმიანება. გივი მიქანაძის განცხადებით, წინასაარჩევნო მონიტორინგის ანგარიში, რომელიც „სამართლიანმა არჩევნებმა“ საზოგადოებას წარუდგინა, აბსურდულია. დღეს გამართულ ბრიფინგზე დეპუტატმა აღნიშნა, რომ ამგვარი ცრუ კამპანიის მიზანი, სხვა არაფერია, თუ არა საზოგადოების პოლარიზება. ანგარიშში არაფერია ნათქვამი, საქართველოს ქალაქებსა და რეგიონებში NDI-ის მიერ ზაფხულის პერიოდში ოპოზიციური სპექტრისთვის ორგანიზებული წინასაარჩევნო შეხვედრების თაობაზე; ე.წ. „დემოკრატიული ფესტივალის“ ღონისძიებებზე, უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ პოლიტიკური მოძრაობის დაფუძნებისა და ამ უკანასკნელის პოლიტიკურ გაერთიანება „ძლიერ საქართველოში“ გაწევრიანების თაობაზე
