ოპოზიციის მცდელობას, თავი აარიდოს ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონის მხარდაჭერას, მმართველი გუნდის შეფასებით, კონკრეტული მიზეზები აქვს
ოპოზიციის მცდელობას, თავი აარიდოს ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონის მხარდაჭერას, მმართველი გუნდის შეფასებით, კონკრეტული მიზეზები აქვს. მათი თქმით, თუ ოპოზიცია ამ კანონპროექტს მხარს დაუჭერდა, ისინი საყვედურს მიიღებდნენ ე.წ. პატრონებისგან. ახლა კი უკმაყოფილებას ამომრჩევლისგან უნდა ელოდონ. ლგბტ პროპაგანდის პრევენციის მიზნით ინიციირებული კანონპროექტის კანონად ქცევამდე, პარლამენტში ერთი მოსმენა რჩება. რადიკალურმა ოპოზიციამ ბოიკოტის რეჟიმი არჩია