ერმილე გიგიაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს პარლამენტის თავმჯდომარე
ერმილე გიგიაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილი წერს, რომ „ნაცმოძრაობის“ და ენჯეოების მიერ ზიზღის და სიძულვილის ჯერ ნორმალიზება, შემდეგ კი საქებარ საქმედ ქცევა, აუცილებლად მიგვიყვანდა ასეთ ტრაგიკულ შემთხვევამდე. პირველი კანონმდებლის თქმით, სწორედ ამიტომ აფრთხილებდა დონორებს, რომ ყოფილიყვნენ მკაცრი მათ მიერ დაფინანსებული ენჯეოების მიმართ. მმართველი გუნდის განცხადებით, სამწუხაროა, რომ ქართულ პოლიტიკურ სისტემაში რჩება ისეთი პარტია, რომლის აზროვნებაც სიძულვილის კამპანიისკენ არის მიმართული
