რადიკალიზმის მსხვერპლი
წყალტუბოში, სოფელ გეგუთის მიკროშტაბში ოპოზიციის აქტივისტმა, როლანდ ნუცუბიძემ „ქართული ოცნების“ წევრებს მძიმე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ურთიერთშელაპარაკების დროს ნუცუბიძემ მმართველი პარტიის წევრს, ერმილე გიგიაძეს რამდენჯერმე შეაგინა. გიგიაძე ნერვიულობის ნიადაგზე შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა. თვითმხილველები ჰყვებიან, რომ ნუცუბიძე მძიმე შეურაცხყოფას აყენებდა და ემუქრებოდა შტაბის წევრებს, მოგვიანებით კი, მათ ამერიკის პასპორტი აჩვენა და უთხრა რომ ამერიკის მოქალაქეა. გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარს უცხადებენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები
