ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადება
„ჰამასმა“ ისრაელისთვის მძევლების დაბრუნება დაიწყო მაშინ, როდესაც ისრაელის თავდაცვის ძალები რაფაჰსა და ფილადელფის დერეფანში შევიდნენ. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. მისი თქმით, მძევლების დაბრუნება სწორედ „ჰამასზე“ განხორციელებული სამხედრო ზეწოლის შედეგია და თუ ისრაელის ჯარები დერეფანს დატოვებენ, „ჰამასზე“ ზეწოლის მექანიზმი აღარ იმოქმედებს.
