ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა შეაფასა
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა შეაფასა. რაფაელ გროსის თქმით, ბირთვული ობიექტის გამაგრილებელი სისტემის ერთ-ერთი ნაწილი 11 აგვისტოს გაჩენილი ხანძრის შედეგად სერიოზულადაა დაზიანებული და ელექტროსადგურის ერთ-ერთი კოშკი სრულად შესაცვლელია. გროსი ამბობს, რომ ატომურ ელექტროსადგურზე ვითარება საფრთხილოა, თუმცა კონტროლირებადი. ატომურ ობიექტზე ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია, ინციდენტში კიევი და მოსკოვი ერთმანეთს ადანაშაულებენ.
