ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დმიტრო კულებას უკრაინის სამხედრო დახმარების საკითხზე პარტნიორებთან ეფექტიანი მუშაობისთვის ენერგია აკლია
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დმიტრო კულებას უკრაინის სამხედრო დახმარების საკითხზე პარტნიორებთან ეფექტიანი მუშაობისთვის ენერგია აკლია. უკრაინის პრეზიდენტმა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან დმიტრო კულებას გადადგომა მმართველი ფრაქციის „ხალხის მსახურის“ სხდომაზე დეპუტატებს განუმარტა. უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს კულებას პირველი მოადგილე, ანდრეი სიბიგა დაიკავებს. უკრაინის მთავრობაში ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასშტაბური საკადრო ცვლილებებია. თანამდებობა ოთხმა მინისტრმა და ორმა ვიცე-პრემიერმა დატოვა.
