საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეშვიდე შეხვედრას გამართავს
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეშვიდე შეხვედრას გამართავს. რამაზ სვანაძის მომზადებული გუნდის მეტოქე ბათუმში, „აჭარაბეთ არენაზე“ მოლდოვის ასაკობრივი ნაკრები იქნება. ამ გუნდებს შორის პირველ წრეში 2023 წლის 12 სექტემბერს გამართული მატჩი ქართველმა ფეხბურთელებმა ჯადული იობაშვილის მიერ 84-ე წუთზე გატანილი ბურთით მოიგეს. საქართველო - მოლდოვის თამაში 20:00 საათზე დაიწყება.
