ეროვნულ გალერეაში მიხეილ იაშვილის 70 წლისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა
ეროვნულ გალერეაში მიხეილ იაშვილის 70 წლისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა. მხატვრის 50-მდე სხვადასხვა ჟანრის ნამუშევართან ერთად პირველად გამოიფინა 2023 წელს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გერმანიიდან საქართველოში დაბრუნებული მიხეილ იაშვილის 6 ნამუშევარი. ის მე-20 საუკუნის 80-იანელ მხატვართა თაობის წარმომადგენელი იყო. გამოფენაზე მხატვრის ნამუშევრების ქართულ-ინგლისური კატალოგის პრეზენტაციაც შედგა. ეროვნული გალერეა დამთვალიერებელს 15 სექტემბრის ჩათვლით ელოდება.
