ოზურგეთში თანამედროვე სტანდარტის ახალი საჩოგბურთო ცენტრის მშენებლობა დასრულდა
ოზურგეთში დასრულდა თანამედროვე სტანდარტის ახალი საჩოგბურთო ცენტრის მშენებლობა. პროექტის ფარგლებში, მოეწყო ჩოგბურთის 3 ღია კორტი ტრიბუნებით, აშენდა ადმინისტრაციული შენობა და დამხმარე ნაგებობები. კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო ავტოსადგომი და ჩატარდა გამწვანების სამუშაო. ჩოგბურთის ცენტრი სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების გადაადგილებისა და პარკირებისთვის. პროექტი „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში, ადგილობრივი ბიუჯეტისა და ევროკავშირის თანადაფინანსებით განხორციელდა.
