ლეგენდების მატჩი
ლეგენდების მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა TKT.GE-ზეა შესაძლებელი. ბილეთები გაყიდვა 12:00 საათზე დაიწყო. ბილეთის ფასი 10, 30 და 50 ლარი იქნება. თითოეულ ადამიანს, მატჩზე დასასწრები, მაქსიმუმ, 2 ბილეთის შეძენა შეუძლია. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და თბილისის მერიის ორგანიზებით, თბილისში ქართული და მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების მატჩი 21 სექტემბერს გაიმართება. შეხვედრა 19:00 საათზე, მიხეილ მესხის სტადიონზე შედგება. კაკა, რივალდო, კაფუ, დიდა - ეს იმ ფეხბურთელთა არასრული სიაა, რომლებიც საქართველოში ჩამოვლენ. ქართველ ტიტულოვან ფეხბურთელებს თემურ ქეცბაია გაწვრთნის.
