პრემიერ-მინისტრი თბილისის მერთან ერთად საქართველოს ეროვნულ ნაკრებს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი თბილისის მერთან ერთად საქართველოს ეროვნულ ნაკრებს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა ნაკრების ფეხბურთელებს ერთა ლიგის მატჩების წინ წარმატება უსურვა. ისაუბრეს მსოფლიო ჩემპიონატის სამზადისზეც. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყანა ნაკრების გამარჯვებით კიდევ არაერთხელ იამაყებს. საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის ორ მატჩს გამართავს – 7 სექტემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩეხეთს უმასპინძლებს, 10 სექტემბერს კი ტირანაში ალბანეთს დაუპირისპირდება.
