7 -8 სექტემბერს „გემო ფესტს“ სამეგრელო უმასპინძლებს
7 -8 სექტემბერს „გემო ფესტს“ სამეგრელო უმასპინძლებს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებული ფესტივალი ზუგდიდში, ბოტანიკურ ბაღში გაიმართება. „გემო ფესტში“ მონაწილეობის მსურველები უკვე შეხვდნენ გამოცდილ შეფებს, მათთვის გაიმართა ტრენინგები და მასტერკლასები. შეფ-მზარეულებმა ფესტივალის მომავალ მონაწილეებს, გამოცდილება გაუზიარეს და რჩევები მისცეს. ზუგდიდში „გემო ფესტის“ მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ტრადიციული, იშვიათი და ნაკლებად ცნობილი მეგრული კერძები წარადგინონ, რომელსაც ფესტივალის სტუმრები დააგემოვნებენ.