ალავერდის სამონასტრო კომპლექსში სარესტავრაციო სამუშაო აქტიურად მიმდინარეობს
ალავერდის სამონასტრო კომპლექსში სარესტავრაციო სამუშაო აქტიურად მიმდინარეობს. დასრულებულია კარიბჭე-სამრეკლოზე ანტისეისმური სარტყლის მონტაჟი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გუმბათიდან დაზიანებული თუნუქის საბურველის მოხსნა. უახლოეს მომავალში დაგეგმილია კარიბჭე-სამრეკლოს გუმბათზე ჯვრის აღმართვის ცერემონია. შეგახსენებთ, რომ ალავერდის ტაძარი 25 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანდა.
