ლეგენდების მატჩზე ბილეთების გაყიდვა დღეს 12:00 საათიდან დაიწყება
ლეგენდების მატჩზე ბილეთების გაყიდვა დღეს 12:00 საათიდან tkt.ge-ზე დაიწყება. ბილეთის ფასი 10, 30 და 50 ლარი იქნება. თითოეულ ადამიანს, მატჩზე დასასწრები, მაქსიმუმ, 2 ბილეთის შეძენა შეუძლია. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და თბილისის მერიის ორგანიზებით, თბილისში ქართული და მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების მატჩი 21 სექტემბერს გაიმართება. მატჩი 21 სექტემბერს, 19:00 საათზე, მიხეილ მესხის სტადიონზე შედგება. კაკა, რივალდო, კაფუ, დიდა - ეს იმ ფეხბურთელთა არასრული სიაა, რომლებიც საქართველოში ჩამოვლენ. ქართველ ტიტულოვან ფეხბურთელებს თემურ ქეცბაია გაწვრთნის.
