ლგბტ პროპაგანდის პრევენციის მიზნით, ინიციირებული კანონპროექტის კანონად ქცევამდე, ერთი მოსმენა დარჩა
ლგბტ პროპაგანდის პრევენციის მიზნით, ინიციირებული კანონპროექტის კანონად ქცევამდე, ერთი მოსმენა დარჩა. მოწინააღმდეგეები ქვეყნის შიგნით და მის გარეთ კიდევ უფრო გააქტიურდნენ. ოპოზიცია ოჯახურ ღირებულებებს მიღმა რჩება - ისინი პარლამენტში პროცესს ბოიკოტს უცხადებენ. დოკუმენტს ოპოზიცია აკრიტიკებს, ქვეყნის გარედან უკვე დაიწყო კანონპროექტის წინააღმდეგ შეტევა. ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერის განცხადება, ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელა, სადაც მოწოდებაა ხელისუფლების მიმართ, რომ გადახედოს იმ საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგაა მიმართული. პრემიერის შეფასებით, რეალურად, ოპოზიციამ ბოიკოტი ხელოვნურად მოიგონა და ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ მათ არ სურთ ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვის შესახებ კანონპროექტის მხარდაჭერა.
