კოლექტიური ნაცმოძრაობის მხრიდან მოსალოდნელ პროვოკაციებზე საუბრობს პრემიერ-მინისტრი
კოლექტიური ნაცმოძრაობის მხრიდან მოსალოდნელ პროვოკაციებზე საუბრობს პრემიერ-მინისტრი. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ოპოზიციას არ აქვს არჩევნების მოგების არავითარი იმედი და ამიტომ ორიენტირებულნი არიან პროვოკაციული გეგმების შემუშავებაზე. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქვეყანაში ვითარების არევის უფლებას, ხელისუფლება ვერავის მისცემს. ამ მხრივ პრემიერის თქმით, სამართალდამცავი უწყებები მოწოდების სიმაღლეზე დგანან. პრემიერის განცხადებით, რადიკალური ოპოზიცია ყოველ ჯერზე საარჩევნო გარემოს რადიკალიზაციას ცდილობდა და ეს იყო ყოველთვის მათი დღის წესრიგი.
