ირაკლი კობახიძე არასამთავრობო ორგანიზაციებზე
არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პოლიტიკას შორის რომ ზღვარი წაშლილია, ამ საკითხზე მთავრობის მეთაურმა ისაუბრა გადაცემაში „იმედი LIVE“. ირაკლი კობახიძის განცხადებით, სინამდვილეში მდიდარი ენჯეოები არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პატარ-პატარა დანაყოფები და პოლარიზაციის ერთ-ერთი მთავარი წყარო ქვეყანაში. გარდა ამისა, როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 450-ზე მეტმა ორგანიზაციამ უკვე მიმართა იუსტიციის სამინისტროს რეგისტრაციის პირველადი განაცხადით, რაც არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ გამჭვირვალობის კანონი იურიდიულად გამართულია.
