ვაკანტური თანამდებობა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტურია. რუსლან აბაშიძემ პოსტის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, თუმცა კონკრეტული მიზეზი არ დაუსახელებია. აბაშიძის თანამდებობიდან წასვლას, სამწუხარო უწოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალი თავმჯდომარის სწრაფად დანიშვნა მნიშვნელოვანია. რაც შეეხება რუსლან აბაშიძეს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კარგი იქნება, თუ ის სახელმწიფო სამსახურში დარჩება