საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი რატი იონათამიშვილი და პარიზის ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, ატაშესთან ერთად საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს შეხვდნენ
პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი რატი იონათამიშვილი და საქართველოს მისიის ხელმძღვანელი პარიზის ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე, შალვა მაისურაძე, ასევე, ატაშე თინათინ რევაზაშვილი საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს სახელმწიფოს მხრიდან გაწეულ მხარდაჭერასა და იმ პროგრესზე, რომელიც ბოლო წლებში საქართველოს პარალიმპიურ მოძრაობას აქვს. ენდრიუ პარსონსი მიესალმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დაწესებულ პრემიებს პარალიმპიადის გამარჯვებულებისა და პრიზიორებისთვის
