ირაკლი კობახიძე გიორგი მარგველაშვილის პარტია „ლელოსთან“ შეერთებაზე: ხაზარაძე არის ნულოვანი რეპუტაციების მქონე პოლიტიკოსების მაგნიტი. არავითარი რესურსი ასეთ მცირე შეერთებებს არ აქვს
მამუკა ხაზარაძე ნულოვანი რეპუტაციების მქონე პოლიტიკოსების მაგნიტი - ეს შეფასება ირაკლი კობახიძემ მას შემდეგ გააკეთა რაც ცნობილი გახდა რომ „ლელოში“ გიორგი მარგველაშვილი ერთიანდება. კობახიძის თქმით, ასეთ მცირე შეერთებებს არავითარი რესურსი არ აქვს. საპარლამენტო უმრავლესობის შეფასებით, „ლელო“ არჩევნებზე ბარიერსაც კი ვერ გადალახავს
