ირაკლი კობახიძის განცხადება - შეფასებები
პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებებს პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. ოპოზიციაში აქცენტს მთავრობის მეთაურის იმ განცხადებაზე აკეთებენ, სადაც საუბარია, რომ თავდასხმის რისკის ქვეშ არიან რადიკალური ოპოზიციის ლიდერებიც. მმართველ პარტიაში კი ამბობენ, რომ ოპოზიციის მარცხი არჩევნებში გარდაუვალია. ისინი მოუწოდებენ ოპონენტებს, ნუ იქნებიან დავალებების შემსრულებლები
