ირაკლი კობახიძე: ყველას მკაცრად ვაფრთხილებთ, რომ საქართველოში არეულობის ხელოვნურად შემოტანის ნებისმიერი მცდელობა უმკაცრესად დაისჯება
საქართველოში ვითარების არევის ნებისმიერი მცდელობა, კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება - ეს პრემიერ-მინისტრის განცხადებაა. „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის თქმით, რადიკალები არჩევნების შედეგების აღიარებას არ აპირებენ და შეეცდებიან სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევას, თუმცა ირაკლი კობახიძის თქმით, სახელმწიფოს აქვს საკმარისზე მეტი რესურსი იმისათვის, რომ ქვეყანაში არეულობა ვერავინ შემოიტანოს
