პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის შეფასებით, წინასაარჩევნო კამპანია მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, თუმცა პრემიერი გარკვეულ რისკებზე საუბრობს
პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის შეფასებით, წინასაარჩევნო კამპანია მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, თუმცა პრემიერი გარკვეულ რისკებზე საუბრობს. ირაკლი კობახიძის თქმით, რადიკალურ ოპოზიციას არჩევნების მოგების იმედი არა აქვს და არჩევნების შემდეგ ვითარების ასარევად ემზადება. მთავრობის მეთაურის განცხადებით, არსებობს ინფორმაცია, რომ რადიკალურ ოპოზიციაში აქტიურად მსჯელობენ ისეთი სცენარის ხელოვნურად განვითარებაზე, რომელსაც საზოგადოების მღელვარება შეიძლება მოჰყვეს. გარკვეული ფაქტორების გათვალისწინებით, განსაკუთრებული ზომებია მიღებული პარტიის საპატიო თავმჯდომარის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ირაკლი კობახიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის გარდა, თავდასხმის რისკის ქვეშ არიან რადიკალური ოპოზიციის ლიდერები
