რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აქტიურად განაგრძობს ქალაქ ოზურგეთში წყალმომარაგების არსებული ამორტიზებული ქსელის განახლებას
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აქტიურად განაგრძობს ქალაქ ოზურგეთში წყალმომარაგების არსებული ამორტიზებული ქსელის განახლებას. პროექტი სახელწიფო ბიუჯეტიდან 48 მილიონი ლარით ფინანსდება და მისი დასრულება 2025 წლის ბოლოს იგეგმება. შედეგად, 20 ატასზე მეტი ბენეფიციარი 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.
