არეულობა არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ
არეულობა არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ. რადიკალური ოპოზიცია ვითარების ასარევად, არჩევნების შემდეგ ემზადება. ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის განცხადებით, გაკეთებული განცხადებებითაც ჩანს , რომ არ აპირებენ არჩევნების შედეგების აღიარებას, შეეცდებიან სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევას და ქვეყნის არევას. ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოში ვითარების არევის ნებისმიერი მცდელობა, კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება. კობახიძემ რადიკალებს და მათ მფარველებს შეახსენა, რომ დღეს სახელმწიფო და საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურები მოწოდების სიმაღლეზე დგანან.
