საპარლამენტო არჩევნებამდე შვიდი კვირა დარჩა
საპარლამენტო არჩევნებამდე შვიდი კვირა დარჩა. საარჩევნო გარემო პარტია ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა შეაფასა. ირაკლი კობახიძის განცხადებით ,ამ დროისთვის კამპანია მიმდინარეობს მშვიდ გარემოში, თუმცა არსებობს რისკები, რაც ვითარების არევას უკავშირდება. განსაკუთრებული ზომები მიღებულია პარტიის საპატიო თავმჯდომარეზე, ასევე ირაკლი კობახიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის გარდა, თავდასხმის რისკის ქვეშ არიან რადიკალური ოპოზიციის ლიდერები.
