საქართველომ პარალიმპიადაზე მესამე მედალი მოიპოვა
საქართველომ პარალიმპიადაზე მესამე მედალი მოიპოვა - ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილი ბრინჯაოს პრიზიორია. მან ხმლით ფარიკაობაში მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ფრანგი ბრიანა ვიდე ანგარიშით 15:11 დაამარცხა. ნინა თიბილაშვილის ჯილდო საქართველოსთვის პარალიმპიური თამაშების მეშვიდე მედალია.