ამნისტიის კანონპროექტი
„ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილეს. რადიკალებს მონაწილეობა არც ამ განხილვაში მიუღიათ. სხდომათა დარბაზში ოპოზიციიდან, მხოლოდ „გირჩის“ წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. კანონპროექტის კანონად ქცევის შემდეგ საპატიმროს დაუყოვნებლივ დაახლოებით ათასამდე ადამიანი დატოვებს, 5 ათასამდე მსჯავრდადებულს სასჯელი შეუმცირდება და ისინიც ეტაპობრივად დატოვებენ პენიტენციურ დაწესებულებებს.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ლორთქიფანიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
