გაერთიანებული სამეფოს მიერ ისრაელისთვის იარაღის ექსპორტის შეზღუდვას სამარცხვინო გადაწყვეტილებად აფასებს ბენიამინ ნეთანიაჰუ
გაერთიანებული სამეფოს მიერ ისრაელისთვის იარაღის ექსპორტის შეზღუდვას სამარცხვინო გადაწყვეტილებად აფასებს ბენიამინ ნეთანიაჰუ. როგორც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ეს ვერ შეცვლის ისრაელის სიმტკიცეს, დაამარცხოს ჰამასი. ნეთანიაჰუს განცხადებით, გაერთიანებულმა სამეფომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ჰამასმა ექვსი ისრაელელი მძევალი სიკვდილით დასაჯა. მისი თქმით, ჰამასს ჯერ კიდევ ასზე მეტი მძევალი ჰყავს, მათ შორის კი ხუთი დიდი ბრიტანეთის მოქალაქეა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ბრიტანული იარაღით, თუ მის გარეშე ისრაელი ამ ომში გაიმარჯვებს.
