სლოვაკეთში პოლიტიკურმა ლიდერებმა საგარეო პოლიტიკის მემორანდუმი გააფორმეს
სლოვაკეთში პოლიტიკურმა ლიდერებმა საგარეო პოლიტიკის მემორანდუმი გააფორმეს. ქვეყანა საგარეო ინტერესებს საკუთარი სუვერენიტეტის დაცვით გაატარებს. ამავდროულად ევროკავშირისა და NATO-ს წევრად დარჩება. დოკუმენტში განმარტებულია, რომ სლოვაკეთი მტკიცედ შეუწყობს ხელს კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტას, რომელიც ქვეყნის ინტერესებს არ დააზარალებს. დოკუმენტს ხელი ქვეყნის პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მოაწერეს.
