ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობა დაიწყო
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობა დაიწყო. შენობა 250 მაყურებელზეა გათვლილი. მოეწყობა 2 დარბაზი, რომელიც კალათბურთს, ფრენბურთს და სხვადასხვა სპორტულ აქტივობებს დაეთმობა. შენობაში მოწყობილი იქნება სველი წერტილები, გასახდელები, საშხაპეები. კომპლექსის მშენებლობა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2 მილიონ 680 ათასი ლარით ხორციელდება.
