სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პედოფილიის, სექსუალური გამოძალვისა და გარყვნილი ქმედების 8 ფაქტი გამოავლინა
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მცირეწლოვანი და არასრულწლოვანი ბავშვების მიმართ ჩადენილი პედოფილიის, სექსუალური გამოძალვისა და გარყვნილი ქმედების 8 ფაქტი გამოავლინა. დაკავებულია 32 წლის მამაკაცი. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ყალბი მომხმარებლის ანგარიშებით სოციალურ ქსელში უკავშირდებოდა სხვადასხვა ქალაქში მცხოვრებ 10 წლიდან 18 წლამდე ასაკის ათეულობით გოგონას, ეცნობოდა მათ როგორც თანატოლი და აშანტაჟებდა. დაკავებულს პროკურატურამ ბრალდება უკვე წარუდგინა.
