შეთანხმება „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“
ეკონომიკის მინისტრმა „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“ შეთანხმების ფარგლებში მიმდინარე რიგით მე-8 მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ბუქარესტში გაიმართა. მინისტერიალზე საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და უნგრეთის დელეგაციებმა განიხილეს მწვანე ენერგეტიკული დერეფნის განვითარების შესაძლებლობები. იტალიურმა საკონსულტაციო კომპანიამ გამართა პრეზენტაცია რომლის მიხედვითაც შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი შეფასდა როგორც პერსპექტიული და ტექნიკურ - ეკონომიკურად განხორციელებადი. მინისტერიალის ფარგლებში, ხელი მოეწერა „აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების“ ცვლილების ოქმს.
