კანონპროექტი ამნისტიის შესახებ პარლამენტმა მეორე მოსმენით განიხილა
კანონპროექტი ამნისტიის შესახებ პარლამენტმა მეორე მოსმენით განიხილა. განხილვას ოპოზიციიდან, მხოლოდ „გირჩი“ ესწრებოდა. კანონპროექტი სამასამდე მუხლს მოიცავს. ამნისტიის კანონი ძალაში შესვლისთანავე ათასზე მეტ პატიმარს შეეხება. ჯამში კი 6 000 პატიმარს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ამნისტიის მიზანი პატიმრების რაოდენობის ევროპულ სტანდარტთან დაახლოება და სამართლიანი ბალანსის დაცვაა ჰუმანურ აქტსა და საზოგადოებრივ ინტერესებს შორის.
