ენჯეოების რეგისტრაცია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში“
მმართველი გუნდი სპეკულაციას უწოდებს ოპოზიციის განცხადებებს იმის თაობაზე, რომ რეგისტრაცია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში“, ენჯეოების მხოლოდ მცირე ნაწილმა გაიარა. „ქართულ ოცნებაში“ დეტალურად განმარტავენ, რამდენი არასამთავრობო ორგანიზაციაა ქვეყანაში რეალურად აქტიური. მათი თქმით, ამ ენჯეოების დიდი ნაწილი უკვე რეგისტრირებულია. ბოლო მონაცემებით რეესტრში ნებაყოფლობით დარეგისტრირების მსურველი ორგანიზაციების რიცხვი ხუთასამდეა.
