„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წინასაარჩევნოდ ხელისუფლების წინააღმდეგ მომზადებულ ნეგატიურ კამპანიას, საპარლამენტო უმრავლესობა ეხმიანება
„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წინასაარჩევნოდ ხელისუფლების წინააღმდეგ მომზადებულ ნეგატიურ კამპანიას, საპარლამენტო უმრავლესობა ეხმიანება. მმართველი გუნდის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ბანერები და ზოგადად წინასაარჩევნო კამპანია ზიზღს და ნეგატივს ეფუძნება. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დამკვირვებლებს მოუწოდებს, აღნიშნული ფაქტი ანგარიშებში ობიექტურად ასახონ. მამუკა მდინარაძის თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ იმდენიც ვერ მოიფიქრა, რომ საარჩევნო ბანერზე საკუთარი პარტიის ისარი მომავლისკენ მიემართა, თუმცა მას შემდეგ რაც ეს გააცნობიერეს - ისრების მიმართულება შეცვალეს.
