მეათე მოწვევის ბოლო საშემოდგომო სესია პარლამენტში, პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნა
მეათე მოწვევის ბოლო საშემოდგომო სესია პარლამენტში, პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნა. ოპოზიციის ნაწილი ისევ ბოიკოტის რეჟიმშია. მმართველი გუნდის წევრებმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ისაუბრეს და თქვეს, რომ საქართველოსთვის ევროკავშირში წევრობის მთავარი წინაპირობა მშვიდობა, სტაბილური ეკონომიკური, დემოკრატიული განვითარებაა და ამ ყველაფერზე დღეს მხოლოდ საქართველოს ხელისუფლება ზრუნავს.
