ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის უხეში მცდელობა და მუქარის შემცველი გზავნილები
ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის უხეში მცდელობა და მუქარის შემცველი გზავნილები. ენჯეო სექტორის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას სახელწოდებით - გარდამტეხი წელი, რადიკალური ოპოზიციის მომხრე, მოქმედი და ყოფილი ევროპარლამენტარები ესწრებიან, რომლებიც ოპოზიციას არჩევნებზე ღია მხარდაჭერას უცხადებენ. მათი მხრიდან გაჟღერდა მუქარის შემცველი გზავნილებიც. კონფერენციაში მონაწილეობას იღებს შვედეთის საგარეო განვითარების მინისტრიც, რომელსაც პარალელურად შეხვედრები ჰქონდა „ლელოს“ წარმომადგენლებთან. კონფერენციაზე გაკეთებული განცხადებებიდან გამომდინარე მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ წინასაარჩევნოდ გარე ძალებისგან არაერთი უხეში ჩარევაა მოსალოდნელი, თუმცა მათივე თქმით საქართველოში გადაწყვეტილებებს ქართველი ხალხი და მათ მიერ არჩეული ხელისუფლება იღებს.
