მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სხვადასხვა ქვეყნის 33 მოქალაქე ქვეყნიდან გააძევეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, გასულ თვეში სხვადასხვა ქვეყნის 33 მოქალაქე ქვეყნიდან გააძევეს. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ნაწილმა საქართველო ნებაყოფლობით დატოვა, ნაწილი კი მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად იძულების წესით გააძევეს ქვეყნიდან. 33 პირს შორის არიან ირანის ისლამური რესპუბლიკის, იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს, ინდოეთის რესპუბლიკის, თურქეთის რესპუბლიკის, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის, აზერბაიჯანის, ავსტრალიის, პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის, ნიგერიის, ჩინეთის, ერაყის და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები.
