ბავშვების მიმართ ჩადენილი პედოფილიის, სექსუალური გამოძალვისა და გარყვნილი ქმედების 8 ფაქტი გამოვლინდა
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მცირეწლოვანი და არასრულწლოვანი ბავშვების მიმართ ჩადენილი პედოფილიის, სექსუალური გამოძალვისა და გარყვნილი ქმედების 8 ფაქტი გამოავლინა. დაკავებულია 32 წლის მამაკაცი. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ყალბი მომხმარებლის ანგარიშებით სოციალურ ქსელში უკავშირებოდდა სხვადასხვა ქალაქში მცხოვრებ 10 წლიდან 18 წლამდე ასაკის ათეულობით გოგონას, ეცნობოდა მათ როგორც თანატოლი და აშანტაჯებდა. სპეციალური საგამოძიებო სამსახური საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოწუოდებს. უწყებაში ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია, ყველა მშობელმა გამოიჩინოს მაქსიმალური ყურადღება ბავშვის ინტერნეტთან, გაჯეტებთან წვდომის დროს. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში შეტყობინების გასაკეთებლად ან დახმარების მისაღებად, შესაძლებელია დაკავშირება ცხელ ხაზზე - ნომერია 199. კონფიდენციალურობა დაცულია.
