სომხეთის თავდაცვის მინისტრის ვიზიტი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს სომხეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა. ირაკლი კობახიძემ და სურენ პაპიკიანმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ კავშირებსა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაცია, სხვადასხვა მიმართულებით საქართველოსა და სომხეთის პარტნიორობის გასაღრმავებლად კარგ საფუძველს ქმნის. დღესვე სომეხ კოლეგას ირაკლი ჩიქოვანმა უმასპინძლა. საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის მინისტრებმა, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მხარეებმა ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის 2024 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმით გათვალისწინებული მიმართულებები განიხილეს
