უცხოური ჩარევები პოლიტიკაში
მზადება არეულობისთვის - უცხოური ძალები არჩევნების შედეგების არაღიარებაზე, არჩევნებამდე ორი თვით ადრე საუბრობენ. ამის ნათელი მაგალითი, უცხოეთიდან დაფინანსებული, გაუმჭვირვალე არასამთავრობო სექტორის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე, ნაცმოძრაობის უცხოელი ლობისტების სიმრავლეა. „გარდამტეხი წელი“ - ასე ჰქვია მათ შეკრებას და განსახილველი ერთ-ერთი მთავარი საკითხი, სწორედ მომავალი საპარლამენტო არჩევნებია. საყურადღებოა, რომ „ნაცმოძრაობისა“ და „ნაცენჯეოების“ მოკავშირეები საარჩევნო მანიპულაციებსა და ე.წ. კანონდარღვევებზე უკვე დღეს, არჩევნებამდე ორი თვით ადრე აპელირებენ. აღნიშნული განცხადებები ქვეყნის შიდა პოლიტიკაში უხეშ ჩარევად და არჩევნების შედეგების არაღიარების მუქარად უკვე შეფასდა
სიუჟეტის ავტორი: ანა ჩხიკვაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
