რთველი 2024
რთველი 2024. ამ დროისთვის გადამუშავებულია 13 ათასამდე ტონა ყურძენი. კახეთში რთველი ტრადიციულად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან დაიწყო. მცირე რაოდენობით ყურძენი კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტშიც იკრიფება. ყურძნის საპროგნოზო მოსავალი რეკორდულ, 300 ათას ტონას შეადგენს. მთავრობა სუბსიდირებას წელსაც ახორციელებს - სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც ერთ კილოგრამ რქაწითელში ჩამბარებელს არანაკლებ ერთ ლარს გადაუხდის
