სომხეთის თავდაცვის მინისტრს საქართველოს თავდაცვის მინისტრი მასპინძლობს
სომხეთის თავდაცვის მინისტრს საქართველოს თავდაცვის მინისტრი მასპინძლობს. ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ, თავდაცვის მინისტრებმა პირისპირ შეხვედრა გამართეს. მინისტრებმა მეზობელ ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობის, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ მიმდინარე წლის იანვარში ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაცია ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. გაფართოებულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის უწყებებს შორის 2024 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმით გათვალისწინებული მიმართულებები განიხილეს. აღნიშნული დოკუმენტი, საქართველოს თავდაცვის მინისტრის სომხეთში ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა
