ოლაფ შოლცი, არჩევნების შედეგებს შემაშფოთებელს უწოდებს
ოლაფ შოლცი, არჩევნების შედეგებს შემაშფოთებელს უწოდებს. გერმანიის კანცლერი აცხადებს, რომ ამ შედეგებს არ უნდა შეეგუონ, რადგან პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“, ქვეყანას ზიანს აყენებს, ეკონომიკას ასუსტებს, საზოგადოებას კი ორად ყოფს. გერმანიის კანცლერმა მთავარ პოლიტიკურ პარტიებს მათი გარიცხვისკენ მოუწოდა. გერმანიის რეგიონული არჩევნების წინასწარი შედეგებით, ულტრამემარჯვენე პარტია იმარჯვებს, ოლაფ შოლცის პარტია კი, ადგილობრივ არჩევნებში მარცხდება.
