რთველი 2024 წლის ფარგლებში, ამდროისთვის გადამუშავებულია 13 ათასამდე ტონა ყურძენი
რთველი 2024 წლის ფარგლებში, ამდროისთვის გადამუშავებულია 13 ათასამდე ტონა ყურძენი. კახეთში რთველი ტრადიციულად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან დაიწყო. მცირე რაოდენობით ყურძენი კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტშიც იკრიფება. ყურძნის საპროგნოზო მოსავალი რეკორდულ, სამასი ათას ტონას შეადგენს. მთავრობა სუბსიდირებას წელსაც ახორციელებს - სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც ერთ კილოგრამ რქაწითელის ჯიშის ყურძენში, ჩამბარებელს არანაკლებ ერთ ლარს გადაუხდის.
