შეხვედრა სომხეთის თავდაცვის მინისტრთან
პრემიერ-მინისტრი, სომხეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა. განიხილეს ორ ქვეყანას შორის კავშირები და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა. ასევე სომხეთის თავდაცვის მინისტრს ირაკლი ჩიქოვანიც შეხვდა. ოფიციალური დახვედრის ცერემონიის შემდეგ, თავდაცვის მინისტრებმა პირისპირ შეხვედრა გამართეს. ისაუბრეს მეზობელ ქვეყნებს შორის ურთიერთობის, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე. გაფართოებულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის უწყებებს შორის 2024 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმით გათვალისწინებული მიმართულებები განიხილეს. დოკუმენტი, საქართველოს თავდაცვის მინისტრის სომხეთში ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა. დღესვე, სომხეთის თავდაცვის მინისტრმა გმირთა მემორიალთან პატივი მიაგო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულთა ხსოვნას.
